ეკონომიკა
15/10/2020

მოლინეუსი იმედოვნებს, საქართველოსთვის ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება პრიორიტეტად დარჩება

მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში იმედი აქვს, რომ პანდემიის პირობებშიც კი, საქართველოს მთავრობისთვის ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება პრიორიტეტად დარჩება.

„10 წლის წინ ადამიანური კაპიტალის ინდექსი საქართველოსთვის 54% იყო. ეს რიცხვი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელზე ცოტა მაღალია, მაგრამ ევროპის და ცენტრალური აზიის მაჩვენებელს ჩამორჩება. განვითარებისთვის და გაუმჯობესებისთვის საქართველოს ადგილი ნამდვილად საკმარისად რჩება,“ - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული".

ადამიანური კაპიტალის ინდექსის გაზრდის შესაძლებლობას სებასტიან მოლინეუსი განათლების რეფორმებში ხედავს. მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც ამ სფეროში სიახლეების დანერგვას ახლავს თან, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში პროცესს ოპტიმისტურად უყურებს და საქართველოს შესაძლებლობების სჯერა.

მისი მსჯელობის მიხედვით, გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადრეულ, სკოლამდელ განათლებაზე, მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაზრდასა და უმაღლეს სასწავლებლებზე უნდა ფოკუსირდეს.

საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსი 57%-ია. ეს მაჩვენებელი ზომავს, რა პოტენციალს მიაღწევდა დღევანდელი ბავშვი 18 წლის ასაკში, თუკი ის მიიღებდა სრულყოფილ განათლებას და ჯანდაცვის სერვისებს. ეს, ერთგვარად, არის მომავლის პროდუქტიულობის საზომი. ეს არის ინდივიდის განვითარების გზა მისი ეკონომიკაში პროდუქტიული ჩართულობისკენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023