ეკონომიკა
12/09/2022

მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტს და ვალის მოცულობას ამცირებს - ცვლილება 2022 წლის ბიუჯეტში

მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტს და ვალის მოცულობას ამცირებს. ცვლილება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შევა. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის ვალი 51%-ის ოდენობით განისაზღვრა, ცვლილების თანახმად კი, ეს მაჩვენებელი 40%-მდე შემცირდება. ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა კი, 4.4%-დან 3.2%-მდე შემცირდება. 

"მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების მომზადება. ეს ცვლილებები ორიენტირებულია ძირითადად 2 მიზნის მიღწევაზე - ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის ვალის შემცირება. 

ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4.4%-იანი დეფიციტით, ხოლო მთავრობის ვალის 51% -იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მლნ ლარით ნაკლებ ვალს. წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ს 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა. ამასთან ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ს 4.4 %-დან მცირდება 3.2%-მდე. 

დეფიციტის და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით - პოლიცია, ჯარი, ინფრასრტქტურა,  საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023