ეკონომიკა
12/09/2022

მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.5%-მდე გაზარდა

მთავრობა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და ის 6%-ის ნაცვლად 8.5%-ით განისაზღვრება. 

ცვლილება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შევა. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი  64.8 მლრდ ლარის ნაცვლად, 72.2 მლრდ ლარით განისაზღვრება, რაც 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული 6 500 დოლარს აჭარბებს. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები კი, 1 მლრდ 266 მლნ ლარით გაიზრდება. 

"პანდემიის შემდეგ წინა წელს გვქონდა ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა - 10.4%-ი. მიმდინარე წელიც ძლიერი ეკონომიკური ზრდით დავიწყეთ. პირველ 7 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს - 10.3%-ით. 

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ პირველ ეტაპზე ახალი რისკები შეგვექმნა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ჩვენ მაშინ ბუნებრივია გვქონდა მსჯელობა, რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა კი არა ეკონომიკური ვარდნა ყოფილიყო", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023