ეკონომიკა
18/03/2021

"მწვანე ენერგიის EU-სთვის მისაწოდებლად შავი ზღვის ფსკერზე 1195 კმ. სიგრძის კაბელის გაყვანა განიხილება"

ბრიუსელში, ევროასოცირების სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის პროექტი იყო. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი სამომავლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და კომერციულად მიმზიდველი იქნება.

"მეორე პროექტი უკავშირდება ფიზიკურ კავშირებს ევროპასა და საქართელოს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს არის შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. დაახლოებით 1 195 კილომეტრის სიგრძის. ეს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელია. ის, ალბათ, აღჭურვილი იქნება შესაბამისი მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. ეს ერთობლიობაში ამ პროექტს გახდის არა მარტო სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, არამედ კომერციულად მიმზიდველსაც. ამაზე საუბარი იყო ენერგეტიკული უსფრთხოების გაძლიერების კონტექსტში. ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ეს არის ძალიან დიდი პრიორიტეტი, რაშიც ევროკავშირი გვიდგას გვერდით. ამოცანა არის, რომ შემდგომში ჩვენი მწვანე ენერგია ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით გადაეცემოდეს ევროკავშირს, რომელიც ისწრაფვის ნულოვანი ემისიების რეგულაციებამდე",- განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო გარკვეული თანხები პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში დასახმარებლად.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023