ეკონომიკა
15/06/2023

მზია გიორგობიანი: ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტი მზადაა

“ანაკლიის პორტის ინვესტორს როცა დასჭირდება გზა, რასაკვირველია ჩვენი მხრიდან შესრულებული იქნება ვალდებულება,“- ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ანაკლიამდე მისასვლელი გზის პროექტი უკვე მზადაა.

„რაც ყველაზე მთავარია, გზის პროექტი უკვე არსებობს. ველოდებით ინვესტორის გამოვლენას, რომ გზის მიყვანასთან დაკავშირებით ჩვენი ვალდებულების შესრულება დავიწყოთ,“-აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

მისივე განმარტებით, ანაკლიის პორტთან მიმართებაში წამყვანი როლი ეკონომიკის სამინისტროს აქვს.

შეგახსენებთ, ინვესტორებს ანაკლიის პორტზე წინადადებების წარდგენის ვადა 19 ივნისს ეწურებათ. როგორც ცნობილია, ახალი პირობების თანახმად, პორტის 51% -იანი წილი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023