ეკონომიკა
21/12/2020

ნათია თურნავა: 2021 წელი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ფიქრობს, რომ 2021 წელი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება.

„კორონა ვირუსით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი მიზანია სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების გზით უზრუნველვყოთ, რომ 2021 წელი იყოს ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკის აღდგენის წელი.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, გვექნება 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 2021-2024 წლებში საქართველო კვალვაც დაუბრუნდება ნიშნულს, რასაც ეკონომიკური ზრდის მიხედვით რეგიონის ლიდერი ჰქვია. ეკონომიკური ზრდა კი ისევ IMF-ის პროგნოზით,  საშუალოდ 5.3% იქნება. ამასთან, გავაგრძელებთ ქვეყნის მომზადებას 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წვობისთვუს განაცხადის გაკეთებისთვის“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსნებთ, რომ მინისტრობის კანდიდატები უწყებების გეგმებსა და მთავრობის პროგრამას პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე წარადგენენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტმა პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას წარდგენილი გუნდის მოსმენები დაიწყო. 

სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი ცვლილებააა, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძეა.

1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023