ეკონომიკა
15/11/2021

ნათია თურნავა: ექსპორტის ზრდამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა იმპორტისას

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ექსპორტის ზრდამ იმპორტს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. 

"საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია 31.4%-ით, რაც საკმაოდ მაღალი ზრდაა. თუ შევადარებთ 2019 წლის ოქტომბერს, პანდემიამდელ პერიოდს, აქაც ზრდა თითქმის 29%-ია. ექსპორტის ზრდამ სერიოზულად გადააჭარბა იმპორტის ზრდას. მთლიანობაში, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, მთლიანად იზრდება საგარეო სავაჭრო ბრუნვა, მისი ორივე კომპონენტი, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. თუმცა, ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს. თუ ექსპორტი გაიზარდა 31.4%-ით, იმპორტის ზრდაა მხოლოდ 25%. პირველი შედეგები გამოიღო უკვე ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც ორიენტირებულია იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზე, ექსპორტი გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მინისტრის თქმით, ეს მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება. 

"ზოგადად ზოგადად ექსპორტის ზრდა დიდი შემომტანია ეკონომიკაში. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. 

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა გადავჭერით, მაგრამ ეს ძალიან კარგი საფუძველია, რომ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას, მეტი დასაქმება შევქმნათ ჩვენი პროგრამების საშუალებით", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023