ეკონომიკა
17/12/2020

ნეპოტიზმი საჯარო სამსახურსა და პრივატიზაციის პროცესში - ექსმინისტრი ქვეყნის დამუხრუჭების მიზეზებზე

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს, რაც მისი შეფასებით ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ხელს უშლის.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა, სახელმწიფო მანქანას ეფექტურობა აკლია: ერთი მხრივ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ იზიდავენ კვალიფიციციურ მოხელეებს, მეორე მხრივ კი არსებობენ სისტემასთან დაახლოებული პირები და ბიზნესები, რომლებიც პროვილეგიებით სარგებლობენ.

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კვალიფიცირებული, კრეატიული და მოტივირებული ხალხი ქვეყანაში, მაგრამ რატომღაც ამ ხალხს არ და ვერ ვიზიდავთ სახელმწიფო სტრუქტურებში, დღეს კი ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვყავდეს ხალხი, რომლებიც სწრაფად მიიღებენ ხარისხიან გადაწყვეტილებებს ბიზნესისა თუ ინვესტორების სასარგებლოდ. ამის მაგივრად კი გვაქვს კიდევ ერთი დაბრკოლება - სისტემატურად, ყველანაირ სახელმწიფო სტრუქტურაში გვხვდება შემთხვევები სტრუქტურებთან დაახლოებული ბიზნესების, პიროვნებების პრივილეგირებული ხელშეწყობის. რაც იწვევს სახელმწიფო რესურსის არაეფექტურად გამოყენებას და მთლიანად ამ სახელმწიფო სტრუქტურებში ჩართული ხალხის ტოტალურ დემოტივაციას. ამიტომაც ნორმალურ ადამიანს იქ მისვლა და მუშაობა არ უნდა. ეს პრობლემები ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ, რაც რა თქმა უნდა, რთულია და დაკავშირებულია ჩვენს ყოველდღიურ კულტურასთან,“ - განაცხადა ქობულიამ „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე თქმით, არანაკლებ რთული ვითარებაა სასამართლო სისტემაში, რომლის რეპუტაცია უფრო უარესია, ვიდრე მისი ეფექტურობა შეიძლება იყოს.

სისტემურ პრობლემებზე საუბრისას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საუბრობს სახელმიწიფო საწარმოების პროვატიზაციისა და რესტრუქტურიზაციის აუცილებლობაზეც, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო თუმცა, არ მოხდა. გიორგი ქობულია ამასაც ნეპოტიზმსა და პრივილეგიებს უკავშირებს.

„სახლემწიფო კომპანიების პრივატიზაცია არ ხდება, რადგან ეს კომპანიებიც ბუდეა ნეპოტიზმისა და სხვადასხვა დაახლოებული პირების პრივილეგირებული ხელშეწყობის“ - აცხადებს ქობულია.

მისივე განცხადებით, თუკი სისტემაში ეს პრობლემები აღმოიფხვრება და შეიცვლება, ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ექნება.

„დღეს გვაქვს ნორმალური პოზიცია და რაღაც ტემპით მაინც იზრდება ეკონომიკა, მაგრამ თუ ჩვენ არ აღმოვფხვრით ამ სისტემურ პრობლემებს, გვექნება სავარაუდოდ 3-4% ზრდა წელიწადში, ხოლო ამ პრობლემების აღმოფხვრის შემთხვევაში შეგვიძლია ეს ზრდა ავიყვანოთ 10%-მდე,“ - განმარტავს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023