ეკონომიკა
04/06/2021

ნიკოლოზ გაგუა: ლარის კურსის გამყარებაზე გავლენა ეკონომიკის გამოცოცხლებამ მოახდინა

ლარის გამყარებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის გამოცოცხლებას უკავშირებს.

როგორც გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, პოზიტიური ცვლილებები, რამაც ლარის კურსზე იქონია გავლენა, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელში გამოისახა. ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გაუფასურება კი მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკური აქტივობის შეჩერებით იყო გამოწვეული.

„საბოლოო ჯამში, ეს პოზიტიური ცვლილებები გამოიწვია იმ მოვლენებმა, რომელიც ბოლო პერიოდში პოზიტიურად ვითარდება. ეს არის ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცოცხლება, რომელიც ეკონომიკის ზრდის აპრილის მაჩვენებელში გამოისახა. თუმცა, დადებითი შემობრუნების ტენდენცაია ჯერ კიდევ მარტში გამოჩნდა და ჩვენ ველით, რომ ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი კიდევ შენარჩუნდება.

ეს ყველაფერი, ყველა პოზიტიური დინამიკა ბუნებრივია ლარის კურსზეც ახდენს გავლენას. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბოლო პერიოდში გამოწვეული იყო სწორედ იმ ფაქტორებით, რომ პანდემიიდან გამომდინარე გაურკვევლობა იყო ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, ეს გაურკვევლობა კი არა, ფაქტობრივად ეკონომიკური აქტივობის შეჩერება იყო, რომელიც გასულ წელს გვქონდა. ახლა ეკონომიკის სუბიექტები ხედავენ ამ გამოცოცხლებას, რამაც გააჩინა პოზიტიური მოლოდინები და ეს პოზიტიური მოლოდინები, ბუნებრივია, გადაისახა ლარის კურსში,“ - ამბობს ნიკოლოზ გაგუა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოქმედებდა კრიზისული მდგომარეობა.

"გარკვეულწილად კურსი როდესაც 3.3 ნიშნულს აჭარბებდა, მაშინაც ვამბობდით და ანალიზი გვაძლევდა ამის თქმის საშუალებას, მოქმედებდა კრიზისული სიტუაცია, კურსიც იყო კრიზისული და დაკავშირებული გაურკვევლობასთან", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი პარტნიორ ვალუტებთან მიმართებაში მკვეთრად მყარდება. 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1524 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 7.04 თეთრი შეადგინა.

დღეს დილიდან სავალუტო ჯიხურებში ლარი კიდევ უფრო გამყარდა და 1 დოლარის ფასი 2.95 ლარიც კი ღირდა, Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება დღეს 3.0375 ლარიც იყო, ამ დოირსთვის კი 3.1075-იან ნიშნულზეა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023