ეკონომიკა
09/09/2021

პარლამენტი კერძო საპენსიო დაზღვევის კანონპროექტს ისევ უბრუნდება

პარლამენტი საპენსიო რეფორმის ე.წ მესამე სვეტის ამოქმედებისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებას იწყებს. საშემოდგომო სესიაზე პარლამენტმა „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი უნდა განიხილოს.

ამ კანონმა ხელი უნდა შეუწყოს კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემების განვითარებას. ეს სქემები სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად იფუნქციონირებს.

„მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ტიპის სქემებში ჩართულობა უმეტეს ქვეყანაში დაბალია ის თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და სადაზღვევო კომპანიებს დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისათვის შექმნან კონკურენტუნარიანი საპენსიო პროდუქტი“, - მიიჩნევენ ეკონომიკის სამინისტორში.

კანონპროექტის წარდგენაში აღნიშნულია, რომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიისა და ამ კანონის ამოქმედებით, კიდევ უფრო განვითარდება აქტივების მმართველების ინდუსტრია, რადგან სამართლებრივად თანაბარ პირობებში, მესამე პილარის სქემების კონკურენტული შეთავაზებები დაეყრდნობა აქტივების მმართველების განსაკუთრებულ შედეგებსა და უნარებს.

საქართველოში ამჟამად სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სქემა ფუნქციონირებს. 5 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა ოდენობა შეადგენს 1 მილიონ 190 ათას მონაწილეს; საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.69 მილიარდი ლარს შეადგინა.

ფუნქციონირებს კერძო საპენსიო დაზღვევაც. 2021 წლის 1 ივლისისთვის კერძო საპენსიო სქემაში სულ 15 789 ადამიანია ჩართული. მართალია მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91-ით შემცირდა, თუმცა 2018 წელს 1 ოქტომბრისთვის სქემის მონაწილეთა რაოდენობა 22 000-ს აჭარბებდა. 2021 წლის 6 თვეში საპენსიო შენატანების მოცულობა 2,751 მლნ ლარია, 20.5%-ით მეტი ვიდრე 2020 წლის 6 თვეში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023