ეკონომიკა
11/03/2021

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15 წლიან მინიმუმზეა - რომელ წელს რამდენი მივიღეთ

2020 წლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 15 წლიან მინიმუმზეა. FDI-ის ასეთი დაბალი შემოდინება ბოლოს 2005 წელს იყო და მაშინ მისმა მაჩვენებელმა 452.8 მილიონი დოლარი შეადგინა.

2005 წლის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და თითოეულ წელს 1.5 მილიარდს აღემატებოდა. მდგომარეობა 2009 წელს შეიცვალა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა $666.8 მილიონამდე შემცირდა. მაშინ ამ ფაქტის ორი ძირითადი გამომწვევი არსებობდა. პირველი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, მეორე კი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი იყო. თუმცა, 2009 წლის FDI-ს მკვეთრად შემცირებული $666.8 მილიონიანი მაჩვენებელი 2020 წელს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის რაოდენობას მაინც აღემატება.

2009 წლის შემდეგ FDI-ს მაჩვენებლებმა გაუმჯობესება მალევე დაიწყო და 2011 წელს 1 მილიარდს გადააჭარბა. მომდევნო წლებში სტაბილურობით ხასიათდებოდა, მის მაქსიმუმს კი 2017 წელს მიაღწია და $1. 978.3 მილიარდი შეადგინა.

2017 წლის შემდეგ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი კების ტენდენციით ხასიათდება. 2020 წელს კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად ის $619.9 მილიონიან ნიშნულზე დაეცა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023