ეკონომიკა
09/06/2023

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 14%-ით შემცირდა

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 496.6 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.7%-ით ნაკლებია, 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს კი 53 %-ით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-მარტში ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ნიდერლანდები იყო, საიდანაც საქართველოში 240 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2%-ს შეადგენს. ხუთეულში იაპონია, აშშ, თურქეთი და რუსეთი შედიიოდნენ. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელდა.

დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიცია 226 მლნ დოლარს აღემატებოდა. ვაჭრობის სექტორში ინვესტიცია - 90.7 მლნ. დოლარიიყო, ხოლო ტრანსპორტის სექტორში 43.3 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023