ეკონომიკა
24/01/2023

PMCG : ₾9,600-ზე მეტი ხელფასი 30,000 ადამიანს, ₾600-მდე კი 200,000-ს აქვს

PMCG  კვლევის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.4%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 76%-ით არის გაზრდილი.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 3.2%-ს შეადგენდა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, Იმავე პერიოდში, 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, ადამიანების 16.1% იღებდა (195,000), რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

1200-2399 ლარი ხელფასი 268,000 ადამიანს ჰქონდა, ხოლო 600-1199 ლარი კი 252,000-ს.

2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს შესწავლილთა 32.6% იღებდა (178,000), რაც წლიურად 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ზოგადად, ჯამში წლის ბოლოსთვის, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ, წლიურად 2.9-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა. 

შეგახსენებთ, კვლევა PMCG-მ Ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023