ეკონომიკა
01/02/2021

პრემიერი: კარგად მესმის რესტორნების, მაგრამ გრძელვადიან შედეგებზე უნდა ვიზრუნოთ

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელება მართვადია, რაც შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, გეგმის სწრაფად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა, მისი თქმით, ეკონომიკის გახსნის დროს, მთავრობა გრძელვადიან შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„უაღრესად მნიშვნელოვანია პირველ რიგში სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ შევძლოთ პირველ რიგში, მუნიციპალური ტრანსპორტის და საკლასო ოთახებში ბავშვების მიყვანა.

ძალიან კარგად მესმის რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სფეროში დაკავებული კომპანიების, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან შედეგზე, და ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში აქვს თითოეულ ადამიანს და ვერავინ ვერავის შეუზღუდავს უფლებას, გამოთქვას თავისი აზრი, ეს მათი უფლებაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ რესტორნებთან და სხვა გასართობ დაწესებულებებთან ერთად ვიფიქტოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გრძელვადიან, მდგრად  გახსნაზე. არ უნდა ვიჩქაროთ მოკლევადიანი შედეგების მისაღწევად და არ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ჩვენი კონკრეტული ინტერესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023