ეკონომიკა
13/06/2022

პრემიერი: ომის დაწყებიდან დღემდე ევროპიდან რუსეთში $90 მილიარდი შევიდა

პრემიერ-მინისტრი დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილს მაგალითად ევროკავშირი მოჰყავს და ამბობს, რომ ომის მიუხედავად სავაჭრო ურთიერთობები რუსეთსა და ევროპულ გაერთიანებას შორის არ შეწყვეტილა. შედეგად აგრესორმა ქვეყანამ ევროკავშირისგან $90 მილიარდი მიიღო. 

"წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა, არ გაეტარებინა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების პოლიტიკა და მიგვეღო გაუაზრებელი და ემოციური გადაწყვეტილება. მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებისთვის, რომლებსაც სურდათ ჩვენი ქვეყნის ომში ჩაბმა. ასეთ შემთხვევაში ინვესტიციები კი არა არაფერი აღარ იქნებოდა. ჩვენი მილიონი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. ვინმეს ახსენდება ისინი როგორ შოულობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში და მათ რა ბედი ელით? 4 მილიონი ჩვენი მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, იმათ რა ბედი ელოდათ? რა მოხდებოდა მათ წინააღმდეგ? ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის მილიარდ დოლარს ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა $90 მილიარდი იმ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023