ეკონომიკა
08/11/2021

პრემიერი: წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება

მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია წარუდგინა. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაიხედა ეკონომიკური ზრდის პროგოზი და სავარაუდოა, რომ წელს ორნიშნა ზრდა იქნება. გაიზრდა ნომინალური მშპ-ს პროგნოზიც. 

"ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. 9 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11.3%. გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ასევე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მშპ-ს პროგნოზიც. ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58.4 მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58.7 მლრდ ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. ასევე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022 წელს ნომინალური მშპ-ს მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადაცდება 5 500 დოლარს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას, EBRD-ი კი 7.5%-იან ზრდასპროგნოზირებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023