ეკონომიკა
05/11/2020

პროდუქციაზე ფასები გაიზრდება – ქართულ მაღაზიათა ასოციაცია

„ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლუკა ჭელიძე „ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება ხვალვე არ აისახება პროდუქციის ფასის ცვალებადობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ როგორც წარმოების ასევე ნედლეულის მხრივ, ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული სავალუტო რყევები მეტ გავლენას ახდენს.

„გაძვირება ყველაზე მეტად პირველადი მოხმარების პროდუქტებს შეეხო. ფასებზე ცვლილებები ჯერ კიდევ 3 კვირის წინ გვქონდა, როდესაც დოლარი 3.17–დან 3.35–მდე ავიდა. მოლოდინებს რაც შეეხება, არსებული მდგომარეობის მიხედვით, ვფიქრობ, ფასები გაიზრდება. მოკლევადიანი ინტერვენციები, რაც ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, არ არის მიზანშეწონილი, რადგან ეს მხოლოდ ცოტა ხნით არეგულირებს სიტუაციას და არასტაბილურ გარემოს ქმნის. მთავარ პრობლემად რჩება ლარის დევალვაცია. გამოსავალი არის იმაში, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, როგორც ნედლეულის ასეევ პირველადი მოხმარების პროდუქციის კუთხით,“–  აღნიშნავს ლუკა ჭელიძე.  

ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, დიდ სავაჭრო ქსელებს სხვა სახის ხელშეკრულებები აქვთ სადისტრიბუციო კომპანიებთან, დისტრიბუტორი ვალდებულია, რომ წინასწარ გააფრთხილოს კომპანია ფასის მომატებასთან დაკავშირებით, არაქსელურ მაღაზიაში კი პირდაპირ შეაქვთ პროდუქტი არსებული ფასით, და შესაბამისად გაძვირება ასეთ მაღაზიებში უფრო სწრაფად აისახება ხოლმე.

„ჩვენს ასოციაციას დაახლოებით 900–ზე მეტი აქტიური წევრი გვყავს, პანდემიის დროს დაიხურა მხოლოდ 40 მაღაზია. უმეტესობა ფუნქციონირებდა, გაყიდვები გაზრდილი იყო, თუმცა ამას თან ერთვოდა ასევე გაზრდილი ხარჯები ჯარიმები, უსაფრთხოების წესების დაცვა და ა.შ.“ – ამბობს „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023