ეკონომიკა
17/02/2023

პროგრამას "გადაიღე საქართველოში" 38 ბენეფიციარი ჰყავს

პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ 38 ბენეფიციარი ჰყავს. როგორც პროგრამის ხელმძღვანელი თათია ბიძინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, 2022 წელს „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში 14 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.

„რეგიონში არსებული საომარი მოქმედებების გამო, ძალიან დიდი პროექტები დროებით დაპაუზდა. თუმცა, ჰოლივუდის წამყვან სტუდიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

2022 წლის ბოლოს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიცაა „იუნივერსალი,“ „დისნეი“, „ეიჩ ბი ოუ“ და სხვა. კონკრეტული გადაწყვეტილება რომელიმე დიდ პროექტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიღებული არ არის, მაგრამ მოლოდინები დადებითია,“-განმარტა თათია ბიძინაშვილმა.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მიმდინარე წლის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია. პროგრამა ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წლის სექტემბრიდან განახლდა.

პირობების თანახმად, ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს, კინომწარმოებლებს აქვთ შესაძლებლობა რომ ქვეყანაში დახარჯული თანხის 20-25% უკან დაიბრუნონ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023