ეკონომიკა
02/02/2021

რამდენი დაიხარჯა მესტიის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობაზე

მესტიაში სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიზნით საბაგიროების მშენებლობისათვის 18 მილიონი ევრო სესხი და 700 000 ევრო გრანტი გამოიყო. საფრანგეთის მთავრობასთან შესაბამისი ხელშეკრულება 2011 წელს გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, გრანტი განკუთვნილია მესტიის ხეობის ტურისტული განვითარების ძირითადი გეგმის შემუშავებისა და საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისათვის. შეღავათიანი სესხი კი განკუთვნილია, მესტიის ხეობის სათხილამურო საბაგირო აღჭურვილობის შესაძენად.

პროექტის ფარგლებში, ჰაწვალში ორი საბაგიროს მიწოდება/ინსტალაცია უკვე დასრულდა, თეთნულდში 5 საბაგიროს მოწყობილობა მიწოდებულია, აქედან 4 საბაგირო ექსპლუატაციაშია შესული. დარჩენილია 1 საბაგიროს გზის ტესტირებისა და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული სამუშაო. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2021 წლის ბოლოსთვის.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სესხიდან დახარჯულია 17,2 მლნ ევრო, გრანტიდან 560 000 ევრო.

გრანტის ნაწილში 138 410 ევრო აუთვისებელია, რომელიც ხელშეკრულების ცვლილების დოკუმენტის თანახმად, მიემართება მესტიის სათხილამურო კურორტის მენეჯმენტის სპეციფიკური ტრენინგის დასაფინანსებლად.  

„ამ ეკონომიას ეცვლება მიზნობრიობა. რაც გათვალისწინებული იყო კვლევებისთვის, ახლა უკვე გათვალისწინებულია ამ საბაგიროზე დასაქმებული პირების შესაბამისი ტრენინგებისთვის, რათა მათ სრულყოფილად შეძლონ საბაგიროს ექსპლუატაცია და მათი მომსახურება“,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023