ეკონომიკა
20/07/2020

რას ვყიდით ექსპორტზე პანდემიის პირობებში

პანდემიის ფონზე ქართული პროდუქციის ექსპორტი შემცირდა.

"საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის პირველ ნახევარში წმინდა ექსპორტი წლიურად 16%-ით, 1,503 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

საქართველოში ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 71.1%-ს შეადგენს,რაც  წინა წლის ანალოგიურ მაჩენებელთან შედარებით 3%–ით ნაკლებია.

2020 წლის პირველ ნახევარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5% შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: ჩინეთი (197.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (167.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (161.6 მლნ. აშშ დოლარი).

ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი 332.4 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზე ფეროშენადნობები 117.1 მლნ დოლარით და მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები 91 მლნ დოლარით. ასევე მაღალი მაჩვენებელია მინერალურ/მტკნარ წყლებში და აზოტოვან სასუქებში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023