ეკონომიკა
03/08/2022

რატომ შემცირდა ინფლაცია - ეროვნული ბანკის განმარტება

ეროვნული ბანკი ინფლაციის 1.3%-ით შემცირების მიზეზებს განმარტავს.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ამის ერთ-ერთი მამოტივირებელი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა იყო. 

"უმეტეს ქვეყნებში ინფლაცია მზარდია მაშინ, როდესაც საქართველოში შემცირების ტრენდი აქვს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკებზე პანდემიისა და ომის გავლენები, რომელიც ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც. საქართველოში კომუნალური გადასახადები დასუბსიდირდა, რამაც დროებით შეამცირა, ხოლო შემდეგ გაზარდა ინფლაცია. საბაზო ეფექტიც მთელი წლის განმავლობაში გაჰყვა და დაახლოებით 3%-ით გაზარდა ინფლაცია. ახლა კი საბაზო ეფექტის მილევა ხდება. ასევე, ეროვნული ვალუტის კურსი გამყარებულია, რაც იმპორტირებულ ინფლაციაზე დადებითად მოქმედებს. გამკაცრებულია მონეტარული პოლიტიკაც, რაც ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებას. 

საქართველო ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანაა. მაშინ, როდესაც პანდემიის გამო მობილობა შეწყდა, საქართველო უფრო დაზარალდა, ვიდრე სხვა ქვეყნები. ამით ქვეყანამ 3 მილიარდამდე უცხოური ვალუტის შემოსავლები დაკარგა. ეს გავლენა კი ინფლაციას გადაეცა. 

საქართველოში ინფლაცია ნელი ტემპით, თუმცა დაღმავალია. სხვა ქვეყნებში კი ის იკრებს ძალას. ევროზონაში ინფლაცია 8.6%-ია, ახალი რეკორდი მოიხსნა. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 14%-ია, სომხეთში 10%. ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოხდება გეოპოლიტიკური ვითარების განმუხტვა",- განაცხადა გვენეტაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023