ეკონომიკა
19/06/2023

"როდესაც მუნიპალიტეტებს ექნებათ საკუთარი ფინანსები, დამოუკიდებლობის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება"

თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის დავით მელუას განცხადებით, ქვეყანაში  მუნიციპალიტეტები ეტაპობრივად,  რეალურ სახელისუფლობო დონეზე ადიან.
 
თუმცა, მისი მტკიცებით, გამოწვევები ამ კუთხით კვლავ რჩება.
 
„მუნიციპალიტეტეის ხელმძღვანელებს აქვთ  კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები. ვერ ვიტყვი, რომ ადგილობრივ თვითმართველობებში ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ, არც ისე სწრაფად შეიძლება, როგორც ჩვენ გვინდა ის შედეგი დადგეს. 
 
დღეს რა თქმა უნდა, გვაქვს საკმაოდ კარგი ბაზისი ამისთვის, მაგრამ აუცილებელია რამდენიმე კომპონენტის ბოლომდე მიყვანა. პირველი ეს გახლავთ ფინანსური დამოუკიდებლობა, რადგან ამის გარეშე  პოლიტიკური დამოუკიდებლობა შეუძლებელია. ამიტომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად თამამები უნდა ვიყოთ. მათ შორის დღგ-ს განაწილების გარდა სხვა გადასახადების განაწილების კუთხით.
 
ძალიან მნიშვნელოვანია ქონებრივი საკითხების გადაწყვეტა. როცა შეიქმნება ძირითადი გარემო იმისა, რომ მუნიიპალიტეტებს ექნებათ საკუთარი ფინანსები და ქონება, გაცილებით მაღალი იქნება დამოუკიდებლობის ხარისხი, ეს უდავოა.“-აღნიშნა დავით მელუამ.
 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023