ეკონომიკა
07/02/2021

როდის დაიწყება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები

როდის დაიწყება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, უცნობია. როგორც ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა „ბიზნესპარტნიორს“ განუმარტა, მიზანშეწონილობის ორმხრივი კვლევა ჯერ-ჯერობით ჩატარებული არ არის.

„საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევა გაკეთებული არ არის, თუმცა ქართული მხარის დაკვეთით გაკეთდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ასევე მომგებიანი იქნებოდა ამ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. ეს კვლევა გადავეცით ამერიკულ მხარეს შესასწავლად. რა თქმა უნდა, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და გვაქვს მაღალი რანგის დიალოგი ინვესტიციებისა და ვაჭრობის საკითხებზე, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაწყებული ჯერ-ჯერობით არ არის. აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეთ, ქართულმა მხარემ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა, მაგრამ პროცესის დაწყებისთვის ორმხრივი მზაობა უნდა იყოს,“ - განაცხადა მარიამ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, საქართველომ უკვე დაასრულა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის დავიწყებთ ისრაელთან მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ასევე კორეასთანაც დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევაზე მუშაობდა და წლის ბოლომდე ამ კვლევის დასრულებასაც ვვარაუდობთ,“ - აღნიშნა მარიამ გაბუნიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023