ეკონომიკა
27/05/2022

როგორ ხორციელდება სანქცირებული პროდუქციის გადაადგილების კონტროლი საქართველოში - პრემიერის განმარტება

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ევროპარლამენტის საბაჟო რეგულაციებთან სრული შესაბამისობით ახორციელებს საბაჟო კონტროლსა და საბაჟო ზედამხედველობას",- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგენისას განცახადა.

პრემიერი ირწმუნება, რომ სანქცირებული პროდუქცია საქართველოს გავლით სანქციების მონაწილე ქვეყნებში არ გადაადგილდება. 

"საქონლის შემოტანა და გატანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე 20 საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. საქონელი 1 000-ზე მეტი მებაჟის კონტროლს ექვემდებარება. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების კონტროლის გასაძლიერებლად საბაჟო-გამშვებ პუნქტს ყაზბეგში გაეზარდა თანამშრომელთა რაოდენობა. ადგილზე კი სრული კონტროლია. 

საბაჟო რისკების მართვის სპეციალური ჯგუფების მიერ შეიქმნა ახალი საბაჟო რისკების პროფილები სამხედრო ორმაგი დანიშნულების და ასევე ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში. ნებისმიერ ტიპის საქონელი ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს. მკაცრად გონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევები, რათა არ მოხდეს რუსული, ან სხვა სანქცირებული საქონლის მოხვედრა სანქციების მონაწილე ქვეყნებში, ან პირიქით",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023