ეკონომიკა
19/10/2022

საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა - ექსპორტში სპილენძის მადნები ლიდერობს

2022 წლის იანვარ-სექტემბერში, საგარეო ვაჭრობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35.3 %-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვამ 13 612.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 4 097.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 9 515.0 მლნ. აშშ დოლარს.  ექსპორტის შემთხვევაში 37.4 %-იანი ზრდაა, იმპორტის შემთხვევაში კი, 34.4 %-იანი ზრდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, 5 417.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტია.

ამასთან, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (574.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (488.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (473.2 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 681.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 243.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (829.3 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 035.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 716.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 404.1 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 753.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 590.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 431.6 მლნ. აშშ დოლარით (10.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 086.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 021.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 568.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.0 პროცენტი).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023