ეკონომიკა
03/12/2020

საქართველოს ბაზარზე მორიგი ახალი ამერიკული კომპანია გამოჩნდება

საქართველოს ბაზარზე მორიგი ახალი ამერიკული კომპანია გამოჩნდება. ეკონომიკის მინისტრის,ნათია თურნავას  განცხადებით, ამის მიზეზი საგადასახადო კოდექსში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

კომპანიის ვინაობას ნათია თურნავა ჯერჯერობით არ ამხელს.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცვლილება, რომელიც საგადასახადო სისტემაში შევიდა საერთაშორისო კომპანიების სტატუსთან დაკავშირებით. ამის მიხედვით, IT  და არა მარტო IT კომპანიებს,  მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 5%-მდე შეუმცირდათ. ამის შედეგად ვხედავთ, რომ პირველად საქართველოში ძალიან მსხვილი კომპანია "ეპამი" შემოვიდა, რომელიც 1000-მდე ადამიანს ასაქმებს. ამ დღეებში საქართველოში კიდევ ერთი ახალი ამერიკული კომპანია შემოდის. ძალიან მალე გავაჟღერებთ მის სახელს. ის დაასაქმებს ძალიან ბევრ ქართველ სპეციალისტს. სულ ერთი თვე გავიდა, რაც ეს ცვლილება შემოვიღეთ და უკვე ასეთი შედეგები გვაქვს მიღებული",- განაცხადა მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023