ეკონომიკა
11/01/2023

საქართველოს ნავთობის და გაზის სექტორში ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს ნავთობის და გაზის სექტორში ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობის და გაზის სააგენტოს დირექტორმა განუცხადა, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მოდის სხვადასხვა კომპანიაზე - გასულ წელს ინტესიური სამუშაოები ჩატარდა ახალი ე.წ. გვერდითი ლულის ჭაბურღილების გაბურღვაზე.

„ეს ის მეთოდია, რომელიც ალბათ, დღეს სჭირდება დამუშავებაში მყოფ ჩვენს საბადოებს და შედეგიც, როგორც უკვე ვნახეთ გამოჩნდა - მკვეთრად მოიმატა გაზის მოპოვებამ - დაახლოებით 80%-ით. იმატა სახელმწიფო წილის ნავთობმაც 20-22%-ით“ - აცხადებს გიორგი ტატიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს სექტორს ახალი ინვესტორი არ ჰყოლია, ნავთობის და გაზის სააგნეტოში მოლოდინი აქვთ, რომ 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა იქნება.

„ლიცენზიანტი კომპანიებს 2023 წლის უკვე დამტკიცებული ბიუჯეტები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წელს ინვესტიციების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და იმედი გაქვს, რომ ზრდა გვექნება ნავთობის და გაზის სახელმწიფო წილის მოცულობისაც“ - აცხადებს გიორგი ტატიშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023