ეკონომიკა
15/02/2022

საქართველოს საგარეო ვალი $8.1 მლრდ-ია

საქართველოს უცხოელი კრედიტორების 8.1 მილიარდი მართებს. 1 თებერლისთვის ქვეყნის საგარეო ვალი 103 მლნ დოლარით შემცირდა. წლის პირველ თვეში ქვეყანამ კრედიტორებს 31.3 მლნ დოლარის ძირითადი თანხა და 5.6 მლნ დოლარის პროცენტი გადაუხადა.

უცხოურისგან განსხვავებით გაიზარდა შიდა ვალი - 204.6 მილიონით. სულ ქვეყნის შიდა ვალი 6 მილიარდ ლარს აღემატება. 

1 თებერვლისთვის სახელმწიფოს ვალდებულებები 30.7 მილიარდი ლარია, 485.7 მლნ ნაკლები დეკემბერთან შედარებით.

მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით, დაგეგმილია პორტფელში საშინაო ვალის წილის ზრდა. აღნიშნული მიმართულებით ვალის მართვის სტრატეგიის მიზნობრივ მაჩვენებლებად განსაზღვრულია ორი მიზანი -  უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მშპ-თან ფარდობის 35%-მდე შემცირება, და  მეორე, მთლიანი ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილის 72 პროცენტ%-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირება. აღნიშნული მაჩვენებლების მიღწევა დაგეგმილია 2025 წლისათვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023