ეკონომიკა
09/12/2022

საქართველოს TOP ინვესტორი ქვეყნები - ლიდერი ესპანეთია

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგური პერიოდის მონაცემებზე ორჯერ მეტია.

ინვესტორ ქვეყნებს შორის 166 მლნ დოლარით  პირველ ადგილზეა ესპანეთი, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.3%-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 123 მილიონით, სამეულშია ასევე ირლანდია - 120 მლნ დოლარით.

შემდეგ მოდის:

აშშ - $65 მლნ

ნიდერლანდები - $49 მლნ

რუსეთი - $42 მლნ

იაპონია - $30 მლნ

ჩეხეთი - $24.3 მლნ

ვირჯინის კუნძულები - $18 მლნ

დანია - $10 მლნ

სხვა დანარჩენი ქვეყნები  - $100 მლნ

სერთო ჯამში 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი მთლიან ინვესტიციებში 87%-მდეა.

სექტორების მიხედვით ინვესტიციები შემდეგნაირად გადანაწილდა. ყველაზე დიდი ინტერესი  უძრავ ქონებაზე და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზეა. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი, ხოლო მესამე ადგილზეა ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორი.

ამასთან, III კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წელთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა და 226 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.3%-ია.

რაც შეეხება, რეინვესტიციას, 447 მლნ დოლარი შეადგინა და შესაბამისად მისი წილი 60%-ით  განისაზღვრა.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023