ეკონომიკა
03/11/2023

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება

ორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში გამართული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა დუგკუნ ანმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების  ერთობლივ განცხადებას. ასევე,  გაფორმდა  შეთანხმების მოლაპარაკებების პირობების დოკუმენტი. შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის პირველ კვარტალში.

შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორივე ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ის შეასრულებს ერთგვარი კატალიზატორის ფუნქციას საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში ურთიერთობის გაფართოებას, არამედ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის,“ - განაცხადა გენადი არველაძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების პროცესი მოკლე დროში დასრულდება და კორეასთან საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. მინისტრის მოადგილის თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორებში როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და სხვა.

ხელმოწერას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასქუა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023