ეკონომიკა
27/10/2022

საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ლოგისტიკური ცენტრი აშენდება

საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ლოგისტიკური ცენტრი აშენდება. ამ მიზნით, საქართველოში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია FedEx-ის ლიცენზირებულმა წარმომადგენლობამ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან ფინანსური შეთანხმება გააფორმა, საიდანაც 4 მილიონი დოლარის მოცულობის გრძელვადიანი დაფინანსება მოიზიდა. FedEx-ის ლიცენზიანტმა “საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებ“-მა ასევე საკუთარი საინვესტიციო კაპიტალის მობილიზებაც მოახდინა და პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობამ 6 მლნ დოლარი შეადგინა. ლოგისტიკური ცენტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, 10 000 კვ/მ-ზე 18 თვეში აშენდება, სადაც 150-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

"საქართველოში ამ პროექტის ანალოგი არ არსებობს. ლოგისტიკური ცენტრი FedEx -ის გადაზიდვებს მოემსახურება, თუმცა მისი საკვანძო და მნიშვნელოვანი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ პროექტი საქართველოში მოქმედ მცირე თუ დიდ კომპანიებს ლოგისტიკური სერვისის გატანის შესაძლებლობას მისცემს. შესაბამისად, კომპანიებს საკუთარი საწყობების შეძენა და მართვა არ მოუწევთ, რაც მათ დიდი თანხების ეკონომიის საშუალებას მისცემს. კომპანიებთან თანამშრომლობით ჩვენ ვაწარმოებთ მათი პროდუქციის შენახვას, აღწერას, ქსელის ყოველდღიურ მომარაგებას. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში პირველად მოვახდენთ ამ კონცეფციის დანერგვას"აცხადებს "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების"  აღმასრულებელი დირექტორი ნინო მენთეშაშვილი.

მისი თქმით, ახალი ლოგისტიკური ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას, რადგან ახალი საწყობის მომსახურება დაკავშირებული იქნება ელექტრონულ პლატფორმებთან და პროდუქციის მიწოდება მაღაზიების ძალისხმევის გარეშე, ლოგისტიკის ცენტრის მეშვეობით მოხდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023