ეკონომიკა
09/09/2022

"საქართველო–თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების რეალური შესაძლებლობები არსებობს"

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს გამართულ ფორუმს „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კარგ შესაძლებლობად მიიჩნევს.

"ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება, რომელიც საქართველოსა და თურქეთს შორის ინვესტიციების შესაძლებლობებს განიხილავს. როგორც იცით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება გულისხმობს, რომ თავისუფლად შესაძლებელია საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქცია ევროკავშურის ბაზარზე გავიდეს და პირიქით, ეს კი ერთობილივი საწარმოების და ქართული კომპანიების საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, ეს ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის, სწორედ ამიტომ USAID-თან ერთად ჩავატარეთ კონკრეტული კვლევები, გამოვიკვლიეთ ღირებულებათა ჯაჭვები სხვადასხვა სექტორებში და გვინდოდა ეს კვლევები ბიზნესისთვის გაგვეცნო, რათა უკეთესაც გამოიყენონ შესაძლებლობები,"–ამბობს ლევან დავითაშვილი.

მისივე თქმით, თურქეთის ვაჭრობის მინისტრს დღეს ძალიან ბევრი ბიზნესის წარმომადგენელი ჩამოყვა თურქეთიდან და იმედი აქვს, რომდამყარდება პირდაპირი კონტაქტები, რაც შემდგომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში აისახება.

ცნობისთვის, სასტუმროში "შერატონ გრანდ მეტეხი პალასი თბილისში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საერთაშორისო პარტნიორები გამართავენ ფორუმს „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“. ფორუმში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და თურქეთის მთავრობების, აშშ - ის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID), ასევე ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, სავაჭრო პალატებისა და ასოციაციების წარმომადგენლები, აგრეთვე მეწარმეები საქართველოდან და თურქეთიდან.

ღონისძიების მხარდაჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023