ეკონომიკა
06/10/2023

"სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა საქართველოს ₾2 მლრდ-ზე მეტ სარგებელს მოუტანს"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, 2025 წლიდან საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი დაარეგულირებს.

როგორც  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ეკონომიკური რეფორმების კომპონენტის ხელმძღვანელმა, თამარ ბუაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული რეფორმა, საქართველოს ეკონომიკას 10 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარზე მეტ სარგებელს მოუტანს.

საჯარო შესყიდვების ახალი კანონი ადგენს საჯარო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს , თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვების განხორციელების წესს , საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილებასა და დავის განხილვის წესს.

მისი ინფორმაციით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, საქართველოს მთავრობასთან ერთად რამდენიმე ეკონომიკურ რეფორმაზე მუშაობს, რომლებიც რამდენიმე პარამეტრითაა შერჩეული.

როგორც ბუაძე განმარტავს, აღნიშნული რეფორმის შემთხვევაში სამი მიზეზი გამოიკვეთა. პირველი, -  საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაა. მეორე მიზეზი ის არის, რომ რეფორმის შედეგად, საჯარო შესყიდვებში ბიზნესის ჩართულობა მეტად იქნება უზრუნველყოფილი. დღევანდელი მონაცემებით, სახელმწიფო შესყიდვებში ბიზნესების მხოლოდ 25% მონაწილეობს, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ეკონომიკური რეფორმების კომპონენტის ხელმძღვანელის ვარაუდით, მაჩვენებელი რეფორმის შედეგად მეტად გაიზრდება.

რაც შეეხება მესამე მიზეზს, USAID-ის პროგრამის ფარგლებში ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი მომზადდა, რომელმაც რეფორმის 10 წლიანი სარგებლიანობა აჩვენა.

"შესყიდვების სააგენტომ ბიზნესის ჩართულობა მაქსიმალურად უზრუნველყო, რომლის ფარგლებშიც არაერთი შეხვედრა განხორციელდა და ეს კანონი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კერძო სექტორთან ერთად დაიხვეწა და შემდგომში მისი მიღება მოხდა.

გარდა ამისა,  შეხვედრების დროს, ბიზნესი და სააგენტო შეთანხმდნენ, რომ მეორადი კანონის შემუშავების შემთხვევაშიც ისინი იქნებოდნენ უფრო აქტიურად პროცესში ჩართულები, რადგან მეორადი კანონმდებლობა უფრო დეტალურად განსაზღვრავს იმ პროცესებსა და ინსტრუმენტებს, რომელიც ინერგება,"-აცხადებს ბუაძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს  "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" ახალი კანონმდებლობა განისაზღვრა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემას ევროკავშირის მოთხოვნებთან აახლოებს, ასევე აწესებს ახალ პროცედურებს გამარტივებული შესყიდვების მიმართულებით. 

აღსანიშნავია, რომ რეფორმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, ხოლო 2025 წლამდე დაგეგმილია 30-მდე ნორმატიული აქტის მიღება. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023