ეკონომიკა
13/03/2023

"სამედიცინო ბაზარზე მოქმედი ჰოლდინგური კომპანიების მიმართ ერთიანი მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს"

კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ სამედიცინო ბაზარზე მოქმედი ჰოლდინგური კომპანიების მიმართ ერთიანი მიდგომა ჩამოაყალიბოს.

კითხვაზე, ხედავს თუ არა სააგენტო ჰოლდიგნური კომპანიების დაშლის საჭიროებას, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტია.

„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები, სადაც ჰოლდინგური ჯგუფები ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად არის გამოყოფილი. კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღევანდელი მოცემულობით, ბაზარზე გვაქვს მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფების მაღალი კონცენტრაცია. სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფის კონცენტრაცია 80%-მდეა, რაც ნიშნავს ჯგუფური დომინირების მოცემულობას.

ჩვენ ისიც ვთქვით მონიტორნგის ანგარიშში, რომ დღეს არსებული ჰოლდინგური ჯგუფები იმ სისტემაში, რომელიც იყო გასულ წლამდე -  სანამ სისტემური რეფორმები დაიწყებოდა, ორიენტირებული იყვნენ საკუთარი წარმოების ან საკუთარი იმპორტირებული, ხშირ შემთხვევაში მაღალმარჟიანი ძვირადღირებული, მედიკამენტების რეალიზაციაზე. ამიტომ, თუ სისტემური რეფორმების შემდეგ, როგორიც არის: ჯენერიკული რეცეპტები, ელექტრონული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტების შემოღება - ეს ჯგუფები ისევ ამ მოცემულობით გააგრძლებენ მუშაობას, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ ჩამოყალიბდეს მიდგომა მათთან მიმართებაში.

თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ სექტორში პოლიტიკის გამტარებელი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო, ეს  მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ზოგადად, მზად ვართ რომ ამ პროცესებში აქტიურად ვიყოთ ჩართული“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023