ეკონომიკა
24/04/2023

საპარტნიორო ფონდს სახელი ეცვლება - ვინ დააფინანსებს "საქართველოს განვითარების ფონდს" ?

საპარტნიორო ფონდის რეფორმა იწყება. საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ კი, დარგობრივ კომიტეტში  ინიცირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო. 

კანონპროექტით ცვლილება შედის შესაბამის დებულებებში, რათა ფონდის სახელწოდება შეიცვალოს სახელწოდებით „საქართველოს განვითარების ფონდი“. პროექტით დაზუსტდება ფონდის მიზნები. გამკაცრდება ფონდის პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმები და მიმართულებები, განხორციელდება ფონდის მმართველობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია.

აღნიშნულ ცვლილებებზე "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჯორბენაძემ პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მკაცრდება პროექტის დაფინანსების კრიტერიუმები, რომლებსაც სამომავლოდ ფონდი დააფინანსებს. როგორც ჯორბენაძემ  განაცხადა, დაფინანსების წყარო არ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი. 

გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელშიც სამომავლოდ ფონდი ინვესტიციას განახორციელებს. ეს არის მაღალტექნოლოგიური, ეკომეგობრული და  ინოვაციური წარმოება, ასევე  სტარტაპები, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის მქონე წარმოება და სხვა ნებისმიერი ნებადართული საქმიანობა გარდა სათამაშო ბიზნესისა.

„მკაცრდება ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც საპარტნიორო ფონდი მონაწილეობას მიიღებს პროექტებში. დღევანდელი მონაცემებით საპარტნიორო ფონდი კაპიტალში არ შედის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით. თუმცა, კანონს დაემატა საკითხი, რომ საპარტნიორო ფონდი როგორც წესი განიხილავს იმ პროექტებს, სადაც  მისი მონაწილეობა მინიმუმ 3 მილიონი ლარია, თუმცა პროექტის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა," -აცხადებს ჯორბენაძე.

ცვლილებები შეეხო პროექტების განხორციელების პირობებსაც, რომელიც თანადაფინანსების გარეშე  ვეღარ განხორციელდება.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა უნდა შეირჩეს, რომლის კრიტერიუმებსაც მთავრობა განსაზღვრავს.

ცნობისთვის, გარდამავალი ეტაპისთვის კანონმდებლობით 90 დღეა გამოყოფილი, რომლის პერიოდშიც წესდების ახალი რედაქცია უნდა დამტკიცდეს, განახლდეს სამეთვალყურეო საბჭო და ფონდმა ახალი სახელით დაიწყოს ფუნქციონირება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023