ეკონომიკა
25/04/2023

"საწვავის ფასი მსხვილ კომპანიებში მცირე ქსელებთან შედარებით, 30-60 თეთრით მაღალია"

რუსეთიდან საწვავის იმპორტი მზარდია. კონკურენციის სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, აპირლ-ივნისში რუსეთი ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულუბა - საერთო იმპორტის 64-65% იყო. ამასთან, იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუმინეთი, თურქმენეთი და ბულგარეთი იყვნენ.

„2022 წელი გამოირჩეოდა ტურბულენტობით, როგორც საერთაშორისო ბაზარზე პლატსის ფასის ცვლილების,ასევე შიდა ბაზარზე ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის კუთხით. მარტის თვიდან ქვეყანაში მზარდი იყო რუსეთისის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის წილი, რასაც განაპირობებდა ევროპულ ბაზართან შედარებით დაბალი თვითღირებულება.“-აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ რეგულარის მარკის საწვავში საცალო ფასის შემადგენელი კომპონენტებიდან ყველაზე დიდი წილი პროდუქტის საბაჟო ღირებულებას ეჭირა.

მარტიდან ივლისამდე პერიოდში კი კომპანიების მხრიდან ფასნამატი ეტაპობრივად მცირდებოდა. მაგალითად, თუ მაისში საწვავის საცალო ღირებულებაზე ფასნამატი 71 თეთრი იყო, ივლისში 53 თეთრს შეადგენდა. რაც შეეხება საწვავის რიგით მეორე მსხვილ მომწოდებელ ქვეყანას - რუმინეთის შემთხვევაში ფასნამატი გაცილებით ნაკლები იყო და საანგარიშო პერიოდში 14-დან 34 თეთრამდე მერყეობდა.

„გამოიკვეთა, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული რეგულარის და პრემიუმის ტიპის საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრული იყო ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის მსგავს ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 20-70 თეთრს 1 ლიტრ საწვავზე.“-აღნიშნულია ანგარიშში.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბაზარზე მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტისთვის ფასწარმოქმნაზე მოქმედებს მსგავსი ფაქტორები. მიუხედავად ამისა, მსხვილ კომპანიებსა და მცირე ქსელებს შორის საცალო ფასწარმოქმნის კუთხით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება, კერძოდ, ერთი და იმავე ტიპის საწვავზე ფასი შესაძლოა განსხვავებული იყოს 30-60 თეთრით 1 ლიტრზე და ამავდროულად განსხვავებულია ფასის ცვლილების დროითი შუალედები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023