ეკონომიკა
08/10/2020

საზღვაო ბიზნესს და IT კომპანიებს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭებათ

მთავრობა დღეს გადაწყვეტს, რომელი დარგის კომპანიებს მიანიჭებენ საერთაშორისო სტატუსს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სავარაუდოდ ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და IT- კომპანიები.

„საქართველოს მთავრობა საგადასახადო შეღავათების ფარგლებში იმსჯელებს, რა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს იმისთვის, რომ კომპანიებმა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მოიპოვონ და შესაბამისად, გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ.

დღეს ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი დარგების, რომელი მიმართულების კომპანიებზე შევქმნათ მექანიზმები საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე ე.წ IT კომპანიები. ეს მიმართულებები მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური განვითარების, ასევე საქართველოს განვითარებისთვის. ლოგისტიკა და ტრანსპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია”,- აღნიშნა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023