ეკონომიკა
13/10/2020

სებასტიან მოლინეუსი იმედოვნებს, საქართველო "ვარსკვლავური რეფორმატორის“ სტატუსს შეინარჩუნებს

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი იმედოვნებს, რომ ქვეყანა „ვარსკვლავური რეფორმატორის“ სტატუსს პანდემიის პირობებშიც შეინარჩუნებს.

„მჯერა, რომ წარსულში გატარებულმა რეფორმებმა, საქართველო ძლიერ და მდგრად ქვეყნად ჩამოაყალიბა. ამის დამსახურებაა, რომ ის მომზადებული შეხვდა კრიზისს. ქვეყანამ შეძლო გადაერჩინა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ეზრუნა მედპერსონალის დაინფიცირებისგან დაცვაზე, ასევე მედპერსონალისთვის ხელმისაწვდომი იყო  საიმედო აღჭურვილობა. განხორციელებულმა ინვესტიციებმა, ქვეყანაზე, ცალსახად, დადებითი გავლენა იქონია და უკვალოდ რეფორმებს არ ჩაუვლია,“ - აცხადებს სებასტიან მოლინუსი.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელი რეკომენდაციის სახით საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას ასახელებს, რათა ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

ის იმედოვნებს, რომ საქართველო სამომავალოდ უფრო მდგრადი ეკონომიკით წარსდგება და კრიზისი, რომელიც ამჟამად სახეზეა, წარმატებულად დაიძლევა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023