ეკონომიკა
14/11/2020

სელიმ ჩაკირი: არსებობს რისკები, მაგრამ ვიმედოვნებთ, აღდგენის ჩვენი პროგნოზები გამართლდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი იმედოვნებს, რომ 2021 წელს საქართველოში აღარც კორონავირუსი იქნება და აღარც პოლიტიკური არასტაბილურობა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ორი გამოწვევიდან მომავალ წელს ორივე გაქრება. ვფიქრობთ, ქვეყანა არ დარჩება იმ პოლიტიკურ დაძაბულობაში, რომელშიც ახლაა. ვიმედოვნებთ, მხარეები იპოვნიან გამოსავალს და ეს ქვეყანას მომავალ წელს ეკონომიკური აქტივობის გაგრძელებაში დაეხმარება.

საკმაოდ ვფრთხილობთ პროგნოზების გაკეთების დროს, რადგან ყველა ეს გაურკვევლობა ნამდვილად დიდ როლს თამაშობს კერძო სექტორთან, ინვესტიციებთან და მოხმარებასთან არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობასთან ერთად დეტალურად ვიმსჯელეთ 2021 წლის ბიუჯეტზე. ვფიქრობთ, რომ საჭიროა ფისკალური პოლიტიკის მხარდაჭერის შენარჩუნება ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით. ასევე იმ დასაქმებულების მიმართ, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულები. ფისკალური დეფიციტის პროგნოზი 2021 წლისთვის 7.6%-ია. ეს უზრუნველყოფს დახმარებას, თუმცა, მიმდინარე წელთან შედარებით, გარკვეულ ფისკალურ კონსოლიდაციას იწვევს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აღდგენის პროგნოზები გამართლდება, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს რისკებიც“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაკირმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023