ეკონომიკა
01/02/2022

შუა დერეფნით ჩინეთ-ევროპას შორის სატვირთო გადაზიდვები 2021 წელს გაორმაგდა

შუა დერეფნით,  ჩინეთ-ევროპას შორის სატვირთო გადაზიდვები 2021 წელს 101%-ით გაიზარდა, - მონაცემებს აზერბაიჯანული ADY Container-ი აქვეყნებს.

დერეფნის განვითარებისთვის 2022 წლიდან ბაქო-თურქმენბაშს შორის 2 გემი იმოძრავებს. გემები „შაირ საბირი“ და „მაჰმუდ რაგიმოვი“ საკონტეინერო გადაზიდვებს მოემსახურება. გაორმაგდება რეისების რაოდენობაც.

აღსანიშნავია, რომ ამ მარშრუტზე პირველი გემი 2019 წლის აპრილიდან მოძრაობს და ამ დროისათვის 17 500 კონტეინერი აქვს გადატვირთული.

ნაბიჯი გათვლილია „აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის - ჩინეთი- ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპის“ სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებისთვის. აღნიშნული მულტიმოდალური სარკინიგზო მარშრუტი 2019 წელს შემუშავდა. 2021 წელს მას მიუერთდა თურქეთიც, სადაც „ბაქო-თბილისი-ყარისის“ რკინიგზით ხდება ტვირთის მოწოდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023