ეკონომიკა
01/04/2022

სსფ-ს ახალი პროგრამა საჭიროების შემთხვევაში $289 მლნ-ის გამოყოფას ითვალისწინებს

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის სამწლიან 289 მლნ დოლარის (210 მლნ SDR) მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია. თანხა საქართველოს კვოტის 100%-იან ოდენობას ითვალისწინებს.

ხელისუფლებას ეს პროგრამა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და განმტკიცებაში დაეხმარება, ერთმანეთის მომყოლი შოკების ფონზე. იგი ასევე ხელს შეუწყობს ძლიერ და მეტად ინკლუზიურ ზრდას. ეკონომიკური რეფორმის პროგრამა ე.წ "სთენდ ბაი ეგრიმენთის" (SBA) ინსტრუმენტითაა მხარდაჭერილი.

სსფ-ს მხარდაჭერილი პროგრამა ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. განხილვა კი მაისშია დაგეგმილი.

ფონდი ომისა და სანქციების უარყოფით გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზეც ელის და 2022 ელის ეკონომიკური ზრდის პროგრამას 3%-მდე ამცირებს. “მოსალოდნელი ინფლაცია მცირდება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ღრმავდება”, - აცხადებს სსფ.

მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში კი ფონდი 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ელის.

პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯების დაფინანსების შემდეგ, ფისკალური პოლიტიკა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე უნდა იყოს მიმართული, რომ 2023 წელს ფისკალური წესის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოხდეს ფისკალურო ბუფერების აღდგენა და შეიქმნას შემდგომი პრიორიტეტების - ინფრასტრუქტურის და განათლების დაფინანსების საშუალება.

პროგრამა ასევე მიზნას ისახავს სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას და ფისკალური რისკების შეზღუდვას სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის დასრულებით და განხორციელებით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023