ეკონომიკა
03/11/2023

თბილისის მერია მუშაობს ახალი გზის პროექტზე, რომელიც ბაგების დასახლებას ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს

დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია კიდევ ერთ ახალ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს.

პროექტის დეტალების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალი გზა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდიდან მძღოლებს ქავთარაძის ქუჩისკენ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

„უნივერსიტეტის ქუჩა ერთ-ერთი დატვირთულია, განსაკუთრებით უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. ჩვენ პარალელურად ვახორციელებთ ბაგების დასახლების უნივერსიტეტის ქუჩასთან დამაკავშირებელი ხიდის პროექტს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ქუჩას დამატებითი ნაკადები დაემატება, თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ვამუშავებთ ახალი გზის პროექტს - ბაგების ხიდიდან გამომსვლელ ავტომობილს შეეძლება ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილება. გაკეთდება ახალი გზა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე მოძრაობა განიტვირთოს, ავტომობილით მოსარგებლეს კი ექნება შესაძლებლობა, ბაგებიდან გადმოსვლის შემთხვევაში, წავიდეს უნივერსიტეტის ქუჩისკენ ქვემოთ, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ან ქავთარაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით იმოძრაოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.     

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023