ეკონომიკა
14/06/2023

თბილისში 25 ლოკაციიდან 13 ადგილას ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევები ნორმას აჭარბებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, თბილისში 25 ლოკაციიდან 13 ადგილას ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევები ნორმას აჭარბებს.

„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ჰაერის ხარისხზე დაკვირვებას. არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა მსხვილ ქალაქებში. 2022 წლის მონაცემებმა გვაჩვენა რომ გვაქვს ცალკეული მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების მატება ატმოსფერულ ჰაერში. ეს არის ძირითადად აზოტის დიოქსიდები, რომლის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მოჭარბებული სატრანსპორტო საშუალებების მიძრაობაა, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში.

ეს ყველაფერი თვალსაჩინოდ ჩანს დედაქალაქში, სადაც 25 ლოკაციიდან 13 ადგილას ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევები დასაშვებ ნორმას ორჯერ და მეტჯერ აღემატება და ეს საკითხი არის ძალიან საყურადღებო.

ამისთვის აუცილებელი გახდა დამატებითი ზომების შემოღება. სწორედ ამიტომ გადაწყდა ევრო ხუთის სტანდარტის შემოღება. ეს ძირითადად 2013 წლამდე სატრანსპოტრტო საშუალებების იმპორტის შეზღუდვას გულისხმობს.“-აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლიდან აიკრძალება. რეგულაცია ავტობუსებსა და სატვირთო ავტომობილებზე 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023