ეკონომიკა
09/11/2020

თბილისში XIAOMI-ს პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა

9 ნოემბერს თბილისში XIAOMI-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. მაღაზია პეკინის #14-ში მდებარეობს.

კომპანიის ცნობით, საქართველოში ბრენდის პოპულარობა დღითიღე იზრდება, გახსნასთან დაკავშირებით კი მთელი კვირის განმავლობაში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ გრანდიოზული ფასდაკლებებით. 

Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია. იგი აწარმოებს და ყიდის სმარტფონებს, მობილურ აპლიკაციებსა და სამომხმარებლო ელექტრონიკას. მას შემდეგ, რაც 2011 წლის აგვისტოში პირველი სმარტფონი გამოუშვა, Xiaomi-მ კონტინენტური ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და თავისი საქმიანობა სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროშიც განავრცო.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის სათაო ოფისი ქალაქ პეკინში მდებარეობს. 

კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია ლეი იუნი, რომელიც ფორბსის მონაცემებით, ჩინეთის 23-ე უმდიდრესი ადამიანია. 2014 წელს კომპანიამ 60 მილიონზე მეტი სმარტფონი გაყიდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023