ეკონომიკა
19/04/2023

ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულება 9 კოოპერატივთან გაფორმდა

ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულება 9 კოოპერატივთან გაფორმდა. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ბოლო მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადი 27-მა კოოპერატივმა შეიტანა.

„1.2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაფინანსდება ამ ცხრა ბენეფიციარისთვის. მოთხოვნა მზარდია, თუმცა, რადგან ახალი პროგრამაა და მსგავსი პირობებით სააგენტოს ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა ჯერ არ განუხორციელებია, დეტალების გასაცნობად კოოპერატივებს დრო სჭირდებათ. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს სრულად იქნება ათვისებული პროგრამის ბიუჯეტი,“-აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ.

მისივე განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია, რაც იმას ნიშნავს რომ 50%-ის თანადაფინანსების პირობებში, 20 მლნ ლარის მექანიზაცია  კოოპერატივების საკუთრებაში გადავა.

„წლების განმავლობაში, რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ტექნიკაა ქვეყანაში შემოსული, რაც დარგზე დადებითად აისახა, მაგრამ ამ მიმართულებით გამოწვევა კვლავ არის,“-განმარტა გიორგი ჯიბლაძემ.

შეგახსენებთ, რომ კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა 6 მარტს დაიწყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023