ეკონომიკა
04/10/2023

თელავის აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წელს მიიღებს

თელავის აეროპორტის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, ლევან დავითაშვილმა, მინისტრის საათზე  დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა. 

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, კერძო მესაკუთრისგან სახელმწიფომ წილი გამოისყიდა და იზრუნებს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ასაფრენი ზოლი 1 700 მ-მდე დაგრძელდება. 

ინფრასტრუქტურის მოწყობა 2024 წლის I ნახევარში მოხერხდება და ფრენების დაწყებაც მომავალ წელს იგეგმება. თავდაპირველად შიდა ფრენები შესრულდება. ქუთაისში, ბათუმსა და მესტიაში.

თელავის აეროპორტის აღდგენის სამუშაოებზე 25 მილიონი ლარის დაფინანსებაა გათვალისწინებული. ამასთან, აეროპორტი ჩაერთვება სუბსიდირების პროგრამაში, რომელსაც სახელმწიფო შიდა ფრენებისთვის მომავალ წელს გეგმავს. 

ამასთან, პარალელურად ჩატარდება კვლევები, რამდენად აქვს თელავის აეროპორტს საერთაშორისო რეისების მიღების პერსპექტივა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023