ეკონომიკა
29/06/2021

თემურ ჭყონია: დღეს ქვეყანას ოთხნიშნა ეკონომიკური ზრდა სჭირდება

ბიზნესმენ თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, უკვე ოთხნიშნა ზრდაა საჭირო.

"თუ ეკონომიკის ზრდა ახლა ორნიშნულიანია, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ადასტურებს, რომ ორნიშნა მაჩვენებელი საკმარისი არაა და საჭიროა უკვე ზრდის ოთხნიშნა მაჩვენებელი," - განაცხადა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, მისი დაფუძნებული ყველა კომპანია ზრდას განიცდის და ეს  მენეჯმენტის დამსახურებაა და არა პარლამენტის გადაწყვეტილებების.

“მე რომელ ბიზნესშიც ვმონაწილეობ ყველა ზრდას, აღმავლობას განიცდის, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს რაღაც რეგულაციების შედეგია. ვფიქრობ, ეს ბრენდის სწორი მართვის და მენეჯმენტის შედეგია და არა პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებების", - განმარტავს თემურ ჭყონია.

"საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, იანვარ-აპრილში კი ზრდის მაჩვენებელმა 8.1% შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023