ეკონომიკა
06/06/2022

თიბისი კაპიტალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კიდევ აუმჯობესებს

თიბისი კაპიტალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კიდევ აუმჯობესებს. TBC-ის მთავარი ეკონომისთვის ოთარ ნადარაის თქმით, საინვესტიციო ბანკი 5.5%-იანი ზრდის მოლოდინს 8%-მდე გაზრდის. თიბისი კაპიტალი ინფლაციის 8.5%-იანი პროგნოზზე გასვლასაც უმიზნებდა, თუმცა მაისის 13.3%-იანმა მაჩვენებელმა TBC-ის ნავარაუდევს გადააჭარბა და ამ ეტაპზე, ჯერჯერობით 9.5%-იანი ინფლაციის პროგნოზს შეინარჩუნებს.

ოთარ ნადარაიას ეკონომიკის დაბალი ზრდით ინფლაციური წნეხის მოხსნა არ მიაჩნია მიზაშეწონილად. მისი თქმით, ფასების ზრდის ტემპის შესაკავებლად ეკონომიკის ზრდის შემცირების მცდელობა არარაციონალურია. შესაბამისად ეკონომისტი ეკონომიკის ზრდით ინფლაციის წახალისების ვერსიის მიმდევრებს ემიჯნება და მარტივად უხსნის: ეკონომიკის ზრდის შენელებით ქვეყანა ვერ აირიდებს გაძვირებული საწვავის ეფექტს, ვერც ხორბლის და დაბალი ზრდა არც გაძვირებული ზეთს „გააიაფებს“. ყველაფერი ეს საერთაშორისო ბაზრებიდან მომავალი საფრთხეებია.

ადგილობრივი ბერკეტებით მიწოდების ფაქტორებთან გამკლავება სებ-საც არ მიაჩნია  შესაძლებლად, თუმცა მოთხოვნის მხრიდან უსაფრთხოების ზომებს მაინც მიმართა,  მათ  შორის იყო ბოლოდროინდელი სასესხო რეგულაციები.

თიბისი კაპიტალის გაუმჯობესებული პროგნოზი ტურიზმის  ზრდით არის განპიროებული. ძირითადად მიგრანტთა ნაკადით. აპრილის შემოსავლები ($ 189 მლნ)  პანდემიამდელი პერიოდის 80% ს უახლოვდება. მათ შორის შორის აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების დანახარჯი $37 მლნ -მდეა. რუსეთიდან გზავნილებით კი $133 მლნ-ია გადმორიცხული.

TBC კაპიტალის პროგნოზი სებ-ის 4.5%-იანს თითქმის 2-ჯერ აღემატება. სებ-ის პრეზიდენტს კორექტირების თარიღი  დაუსახელებია. თქვა, რომ  ზრდის პროგნოზი ნებისიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, კლების ან მეტობის მიმართულებით.

სებ-მა ბოლო რამდენიმე თვეში ის 3-ჯერ დააკორექტირა. თავდაპირველად იყო 5%, რომელიც  ჯერ 3%-მდე შეამცირა და შემდეგ 4.5%-მდე გაზარდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023