ეკონომიკა
16/10/2020

თიბისი კაპიტალი: ფულადი შემოდინებები საქართველოში 14%-ით გაიზარდა

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 5-11 ოქტომბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები წლიურ 14%-იან ზრდა აჩვენებს.
 
ფულადი შემოდინებების რეიტინგში კვლავ წლიური ზრდის მაჩვენებლით უკრაინა (+211%) და აზერბაიჯანი (+165%) ლიდერობს. ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდანაც.
 
რუსეთიდან კლების ტენდენცია შენელდა და უარყოფითი ნიშნული დასტაბილურდა, წლიური 0%.
 
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს (თურქეთის ჩათვლით), წინა კვირისგან განსხვავებით (როცა წლიური ზრდა 8%-ზე იყო) ზრდა მინუსს აჩვენებს. წლიური კლება 5-11 ოქტომბრის პერიოდში 2%-იანი.
 
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში კი, კვლევის თანახმად, შემოდინებების ზრდა წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.
 
ამასთან, თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, აპრილი-მაისის ვარდნის შემდეგ, საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023