ეკონომიკა
04/05/2021

თიბისი კაპიტალი: ლარის მეტად გაუფასურების პირობებში, წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაციას მივიღებთ

TBC კაპიტალი ლარის გაუფასურების პირობებში წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაციას პროგნოზირებს. როგორც „თიბისის“ მთავარმა ეკონომისტმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ფასებზე ზეწოლა გრძელდება.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ინფლაცია წლიურ ჭრილში 9%-მდე იქნება. წლის ბოლოს არ არის გამორიცხული რომ ათამდეც ავიდეს. აქ რა თქმა უნდა, სასაქონლო ფასებს აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. აქვე, მთავარია კურსი საით წავა. კიდევ უფრო მეტი გაუფასურების პირობებში, აუცილებლად მივიღებთ ორნიშნა ინფლაციას. „თიბისი კაპიტალის“ წინასწარი მონაცემებით აპრილი გამორჩეულად კარგი თვე იყო ტურიზმისთვის, ამის გათვალისწინებით იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას არ მივიღებთ. თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენი წინა პროგნოზებით 7.2%-იან წლიურ ინფლაციას არ ველოდით. ვთვლიდით, რომ სადღაც 6-7% შეიძლება ყოფილიყო ინფლაციის მაქსიმუმი,“ - განმარტა ოთარ ნადარაიამ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა, ისევე როგორც მარტში. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა.

ეროვნული ბანკი 2021 წლის საშუალო ინფლაციის 6.5 %-იან მაჩვენებლს ელის.

მარეგულირებლის პროგნოზით, მომდევნო სამ თვეში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდება. რაც შეეხება ინფლაციაზე ნეგატიურად მოქმედ ფაქტორებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის, კორონავირუსის გამო შექმნილ არაორდინალურ ვითარებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023